Сообщения

Сообщения за ноябрь, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს ტრენერმა გაგვაცნო როგორ ჩავაშენოთ ბლოგზე საზიარო დაფა. გავეცანით გამჭოლ კომპეტენციებს ეროვნულ სასწ. გეგმაში. ტრენერმა ასევე გაგვაცნოფასილიტაციის კომპეტენციები.ელ.სახელმძღვანელოს რესურსებში გავეცანით პროექტის ფასილიტაციას. ბლოგზე ჩავაშენეთ პორტფოლიო. საინტერესო ტრენინგი იყო.

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, იხილოთ ჩემი  პორტფოლიო და შემიფასოთ.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელიდღის მიზნები. დავიწყეთ მუშაობა გეგმაში. ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდების ოთხ დონეს:შინაარსი, პროცესი ,პროდუქტი, სასწავლო გარემო. ტრენერმა გვესაუბრა გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე და ბლუმის ტაქსონომიაზე.    გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მასალებს. პადლეტში შევქმენით საზიარო დაფა.

ტრენინგის მეშვიდე დღე

  ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მიმოხილვით. გავეცანით შეფასების მეთოდებს. ამის შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს. შეფასების  რუბრიკების გვერდზე დავათვალიერეთ და გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი  რუბრიკის ნიმუშები. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას და მათ საქაღალდეში მოთავსებას. შევადგინეთ მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების რუბრიკა. კარგი დღე იყო.     

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მე-6 დღე ძალიან საინტერესო იყო. ტრენინგი დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის დასრულებით.ჩავაშენეთ ბლოგზე.ავტვირთეთ გუგლ დრაივში პრეზენტაცია. ვისწავლეთ სლაიდების ზომების რეგულირება.ეკრანზე დაყენება. ტრენერმა გაგვაცნო უკუკავშირის მეთოდები. ვიმუშავეთ წყვილებში.ერთმანეთს გავუგზავნეთ უკუკავშირი შეკითხვების, კომენტარების და რჩევის სახით. დღეს საინტერესო რჩევები მივიღეთ.

გამოკითხვა

Загрузка...

პროექტის პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მე-5 დღე დავიწყეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის მიმოხილვით. ტრენინგზე განვიხილეთ და შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.    გავეცანით შეფასების  ხუთ მიზანს: განმავითარებელი შეფასების ოთხ და განმსაზღვრელს.   შეფასების საქაღალდეში გადავიტანეთ ჩეკლისტის ფორმა და თვითრეგულირების და თანამშრომლობის წახალისება. განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტის  პრეზენტაცია: თემის დასახელება, მიზანი, კითხვები, მეთოდები.   

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

   ტრენინგი დაიწყო წინა ტრენინგზე განხილული მასალის გახსენებით. ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის მიზნები. შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახეთ პროექტის ზოგადი კითხვების ნიმუშები და ვიმუშავეთ ჯგუფურად ვორდის საზიარო დოკუმენტში, სადაც განვსაზღვრეთ როგორც ზოგადი, ასევე თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ჯგუფურად.  ამის შემდეგ უკვე ჩვენი  პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ კითხვები. ჩემი პროექტი ეხება "ანომალიებს". პროექტის კითხვებია:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა როგორ გვეხმარება მეცნიერება? თემატური კითხვები რატომ არ შეიძლება წყლით სავსე თავადახურული ჭურჭელის შედგმა საყინულეში? ზამთარში რატომ მიდიან თევზები წყლის სიღრმეში? შინაარსობრივი კითხვები რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში არის წყალი? რამდენ გრადუსზე გადადის წყალი მყარ მდგომარეობაში? რამდენ გრადუსზე გადადის წყალი აირად მდგომარეობაში? ძალიან საინტერესო იყო გუგლ დრაივში ვორდის საზიარო დოკუმენტის შექმნა.ვ

ტენინგის მესამე დღის რეფლექსია

     დღეს ტრენინგი დვიწყეთ წინა დღეებში გავლილი მასალის გამეორებით. ტრენინგის მსვლელობისას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხეთ: ვიმუშავეთ და დავხვეწეთ ბუკლეტი. მოვახდინე ტექსტის რედაქტირება და გაფორმება. ჩავსვი შესაბამისი სურათები, რომლებიც მოვიძიე ინტერნეტში.         დავიწყეთ სასწავლო პროექტისათვის სტანდარტის განსაზღვრა. ჩამოვწერე სტანდარტი ncp.ge -დან და მოვარგე ჩემს პროექტს.  შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისათვის 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევბიდან. ტრენერმა ჩაგვიტარა მინი ლექცია თემაზე:" მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები".  გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია. განვიხილეთ ყველა დონისათვის შესაბამისი ზმნები.