ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო წინა ტრენინგზე განხილული მასალის გახსენებით. ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის მიზნები. შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახეთ პროექტის ზოგადი კითხვების ნიმუშები და ვიმუშავეთ ჯგუფურად ვორდის საზიარო დოკუმენტში, სადაც განვსაზღვრეთ როგორც ზოგადი, ასევე თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ჯგუფურად. ამის შემდეგ უკვე ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ კითხვები. ჩემი პროექტი ეხება "ანომალიებს". პროექტის კითხვებია: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა როგორ გვეხმარება მეცნიერება? თემატური კითხვები რატომ არ შეიძლება წყლით სავსე თავადახურული ჭურჭელის შედგმა საყინულეში? ზამთარში რატომ მიდიან თევზები წყლის სიღრმეში? შინაარსობრივი კითხვები რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში არის წყალი? რამდენ გრადუსზე გადადის წყალი მყარ მდგომარეობაში? რამდენ გრადუსზე გადადის წყალი აირად მდგომარეობაში? ძალიან საინტერესო იყო გუგლ დრაივში ვორდის საზიარო დოკუმ...
კითხვები:
ОтветитьУдалитьრა მიზეზით შეაჩერეთ თქვენი არჩევანი ამ თემის ირგვლივ?
რამდენად ეფექთური იქნება ამ საკითხის გამოტანა საპრეზენტაციოდ?
რა შედეგზე გაგიყვანთ ამ თემაზე პრეზენტაციის მომზადება?
კომენტარები:
გავეცანი თქვენი პრეზენტაციის შინაარსს,რომელიც საკმაოდ საინტერესო და ცხოვრებისეული საკითხის შესახებაა.
დავინტერესდი ამ თემის ირგვლივ და გამიჩნდა შესაბამისი კითხვებიც.
რჩევა:ვფიქრობ თქვენს მიერ გაწეული შრომა ნაყოფიერია,თუმცა უმჯობესი იქნებოდა მოსწავლეთა მეტი ჩართულობა ჩანდეს სასწავლო პროექტში.