Сообщения

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს ტრენერმა გაგვაცნო როგორ ჩავაშენოთ ბლოგზე საზიარო დაფა. გავეცანით გამჭოლ კომპეტენციებს ეროვნულ სასწ. გეგმაში. ტრენერმა ასევე გაგვაცნოფასილიტაციის კომპეტენციები.ელ.სახელმძღვანელოს რესურსებში გავეცანით პროექტის ფასილიტაციას. ბლოგზე ჩავაშენეთ პორტფოლიო. საინტერესო ტრენინგი იყო.

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, იხილოთ ჩემი  პორტფოლიო და შემიფასოთ.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელიდღის მიზნები. დავიწყეთ მუშაობა გეგმაში. ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდების ოთხ დონეს:შინაარსი, პროცესი ,პროდუქტი, სასწავლო გარემო. ტრენერმა გვესაუბრა გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე და ბლუმის ტაქსონომიაზე.    გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მასალებს. პადლეტში შევქმენით საზიარო დაფა.

ტრენინგის მეშვიდე დღე

  ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მიმოხილვით. გავეცანით შეფასების მეთოდებს. ამის შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს. შეფასების  რუბრიკების გვერდზე დავათვალიერეთ და გადმოვწერეთ ჩვენთვის სასურველი  რუბრიკის ნიმუშები. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას და მათ საქაღალდეში მოთავსებას. შევადგინეთ მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების რუბრიკა. კარგი დღე იყო.     

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მე-6 დღე ძალიან საინტერესო იყო. ტრენინგი დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის დასრულებით.ჩავაშენეთ ბლოგზე.ავტვირთეთ გუგლ დრაივში პრეზენტაცია. ვისწავლეთ სლაიდების ზომების რეგულირება.ეკრანზე დაყენება. ტრენერმა გაგვაცნო უკუკავშირის მეთოდები. ვიმუშავეთ წყვილებში.ერთმანეთს გავუგზავნეთ უკუკავშირი შეკითხვების, კომენტარების და რჩევის სახით. დღეს საინტერესო რჩევები მივიღეთ.

გამოკითხვა

Загрузка...

პროექტის პრეზენტაცია